ინგლისური გამოცემების მტკიცებით, ლივერპული მომავალ ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელთან განშორებას გეგმავს.
როგორც იწერება, იურგენ კლოპის სიაში სამი ფეხბურთელია, თან სამივე მათგანი კლუბს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
დიდი ალბათობით, მერსესაიდელები რობერტო ფირმინოს, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინს და ნაბი კეიტას გაუშვებენ.
ცნობისთვის, ლივერპული პრემიერ ლიგაში ჩატარებული 24 მატჩის შემდეგ, 39 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.