"თითქოს აინტრახტთან გაფუჭებულმა პენალტმა მასზე ცუდად იმოქმედა" | dello Sport კვარაზე წერს » სპორტის ხაზი

"თითქოს აინტრახტთან გაფუჭებულმა პენალტმა მასზე ცუდად იმოქმედა" | dello Sport კვარაზე წერს

"თითქოს აინტრახტთან გაფუჭებულმა პენალტმა მასზე ცუდად იმოქმედა" | dello Sport კვარაზე წერს
4-03-2023, 22:35
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ნაპოლი ლაციოსთან საკუთარ კედლებში მინიმალური სხვაობით, 0-1 დამარცხდა, რასაც Gazzetta dello Sport-იც გამოეხმაურა.

იტალიურმა გაზეთმა ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე გაამახვილა და სხვა ყველა დანარჩენი ფაქტორისგან ერთი კონკრეტული ასპექტი გამოარჩია:

"საერთო ჯამში, ხვიჩა კვარაცხელიასთვის აინტრახტთან თამაშის შემდეგ 3 მატჩი მოგროვვდა ისეთი, სადაც ქართველმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, თავად გერმანელებთან, ემპოლისთან და ლაციოსთან. თითქოს მასზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გაფუჭებულმა პენალტმა ცუდად იმოქმედა, ხვიჩა ლაციოსთან არ ჩანდა, ის მცველებმა კარგად ჩაკეტეს."

"ქართველი ფეხბურთელი ერთი ერთზე არავისთან არ რჩებოდა, რადგან ლაციოს ფეხბურთელები ერთმანეთს მუდმივად აზღვევდნენ. საბოლოოდ, საგანგაშო არაფერია, ესეც გაივლის და კვარაცხელია თავისი ჯადოსნური მექანიზმით დაბრუნდება."
- დაწერა იტალიურმა გაზეთმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი