"ლუკამ საოცარი სიმამაცე გამოავლინა" - FIFA ოფიციალური გვერდი ლოჩოშვილზე წერს » სპორტის ხაზი

"ლუკამ საოცარი სიმამაცე გამოავლინა" - FIFA ოფიციალური გვერდი ლოჩოშვილზე წერს

"ლუკამ საოცარი სიმამაცე გამოავლინა" - FIFA ოფიციალური გვერდი ლოჩოშვილზე წერს
5-03-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ნაკრებისა და კრემონეზეს ცენტრალურ მცველს, ლუკა ლოჩოშვილს რამდენიმე დღის წინ Fair Play-ის (სამართლიანი თამაში) ჯილდო გადაეცა.

ამ ყველაფრის შესახებ FIFA-ს ოფიციალურმა გვერდმა წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი სათაური დაურთო, - "ლოჩოშვილს ცხოვრების ჯილდო გადაეცა":

"ფიფას სამართლიანი თამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო ლუკა ლოჩოშვილმა მოიგო, რომელმაც თავისი მეტოქე სიკვდილისგან იხსნა. ეს გასული წლის თებერვალში მოხდა, როდესაც ავსტრიაში მოთამაშე ლოჩოშვილმა მოედანზე უგონოდ დაცემული გეორგ ტაიგლის სიცოცხლე გადაარჩინა. იმ კონკრეტულ მომენტში ყველა გაოგნებული იყო, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა საოცარი სიმამაცე გამოავლინა, აუსტრიას ფეხბურთელს ენა დაუჭირა და გაგუდვისგან იხსნა. ლუკა ლოჩოშვილი ამ გმირული საქციელისთვის მოედანზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით დააჯილდოეს, ცხადია, იმ მომენტში მეტოქეობაზე არავინ ფიქრობდა."

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიის ჩემპიონატში ვოლფსბერგერის რიგებში თამაშობდა, საიდანაც მოგვიანებით კრემონეზეში გადაბარგდა,


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი