მესისა და რონალდუს ახალი ეპოქა საუდის არაბეთში? | ლეოს ახალი კონტრაქტი ალ-იტიჰადისგან » სპორტის ხაზი

მესისა და რონალდუს ახალი ეპოქა საუდის არაბეთში? | ლეოს ახალი კონტრაქტი ალ-იტიჰადისგან

მესისა და რონალდუს ახალი ეპოქა საუდის არაბეთში? | ლეოს ახალი კონტრაქტი ალ-იტიჰადისგან
4-03-2023, 18:07
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური Marca წერს, რომ არგენტინის ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავს ახალი შემოთავაზება აქვს.

ამავე წყაროს მიხედვით, ლიონელ მესის საუდის არაბეთის წარმომადგენელი ალ-იტიჰადი წელიწადში 90 მილიონ ევროს სთავაზობს, შესაბამისად, არის შანსი, რომ მესისა და რონალდუს თამაში ერთ ლიგაში ისევ ვიხილოთ.

პარალელურად, დღეების წინ აქტიურად იწერებოდა იმაზე, რომ მესის მამა და ბარსელონას პრეზიდენტი ურთიერთობებს ლეოს კლუბში დასაბრუნებლად აწყობენ. გარდა ამისა, ცალკეა გამოსაყოფი თავად მესის ადრინდელი განცხადება სამშობლოში კარიერის დასრულების შესახებ.

მოკლედ, წინ ცხელი ზაფხული გველოდება და საკმაოდ ბევრი ვარიანტი არსებობს იმისა, თუ სად გააგრძელებს კარიერას არგენტინელი ფეხბურთელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი