სახელდება 2 მიზეზი თუ რატომ არ წავა ხვიჩა კვარაცხელია ბარსელონაში » სპორტის ხაზი

სახელდება 2 მიზეზი თუ რატომ არ წავა ხვიჩა კვარაცხელია ბარსელონაში

სახელდება 2 მიზეზი თუ რატომ არ წავა ხვიჩა კვარაცხელია ბარსელონაში
4-03-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო სიახლეების შესახებ ბევრი იწერება, განსაკუთრებით ესპანური წყაროები აქტიურობენ.

მაგალითად, რამდენიმე საათის წინ, ამავე ქვეყნის მედიაში დასახელდა 2 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გადავა ქართველი ფეხბურთელი ბარსელონაში.

პირველი ის გახლავთ, რომ კვარაცხელია მადრიდის რეალის გულშემატკივარია და მტრის ბანაკში თამაში არ სურს. რაც შეეხება მეორე მიზეზს, ის თანხიდან გამომდინარეობს. საქმე ისაა, რომ დე ლაურენტისი კვარას 100 მილიონ ევროზე მეტს აფასებს, ბარსელონა კი ფინანსურად არამყარ სიტუაციაშია და ამხელა ფულის გაღების სახსრები ამ ეტაპზე არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში ნაპოლის მაისურით 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი