სარი: “სპალეტი ნეაპოლში მეფე გახდება” » სპორტის ხაზი

სარი: “სპალეტი ნეაპოლში მეფე გახდება”

სარი: “სპალეტი ნეაპოლში მეფე გახდება”
4-03-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში “ნაპოლიმ” შინ “ლაციო” მიიღო და ვესინოს გოლით 0-1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდგომ რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ, რომელიც თავის დროზე “პარტენოპეისაც” წვრთნიდა, ლუჩიანო სპალეტის საქმიანობა შეაფასა.

“ამ სეზონის შემდეგ სპალეტი ნეაპოლის მეფე გახდება თუ მიაღწევს იმას, რასაც წესით უნდა მიაღწიოს. გამარჯვება ყველგან სასიამოვნოა, მაგრამ აქ რაღაც განსაკუთრებულია. ჩემი ნაპოლი უფრო ლამაზია თუ სპალეტის? სილამაზე განსხვავებულად აღიქმება, მაგრამ თუ ქერა მოგწონს, შავგვრემანზე არ უნდა თქვა, რომ მახინჯია. განსხვავება იმაშია, ეს ნაპოლი ჩემპიონი ხდება.

ბედნიერი ვარ ლუჩიანოს გამო, მაგრამ ამავდროულად სიკვდილამდე შემშურდება მისი და ნაპოლის, რადგან ისინი სკუდეტოს მოიგებენ, რაც მე არ გამომივიდა. კლუბს უნდა მივულოცო, რომელმაც ზაფხულში დიდი სითამამე გამოავლინა ტრანსფერებში გაკეთებული არჩევანით. ნაპოლის ჰყავს კრისტიანო ჯუნტოლის მსგავსი სპორტული დირექტორი, რომელიც სწორედაც, რომ ნამდვილი ფენომენია" - ასე თვლის “ლაციოს” თავკაცი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი