"ასეთ ადგილებში ბურთის მოგერიება სახიფათო რამაა" | სპალეტი კვარაზე მიანიშნებს? » სპორტის ხაზი

"ასეთ ადგილებში ბურთის მოგერიება სახიფათო რამაა" | სპალეტი კვარაზე მიანიშნებს?

"ასეთ ადგილებში ბურთის მოგერიება სახიფათო რამაა" | სპალეტი კვარაზე მიანიშნებს?
4-03-2023, 02:16
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც ლაციომ ნაპოლი გასვლაზე 0:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელები პირველ ნომრად თამაშობდნენ და ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელიც მათ სასარგებლოდ იყო, თუმცა ეს ყველაფერი შედეგზე არ აისახა და სპალეტის გუნდმა სერია A-ში მეორეჯერ წააგო.

აი, რა თქვა ნაპოლის დამრიგებელმა დღევანდელი შეხვედრის შესახებ: "ასეთ თამაშს ველოდი, რადგან ლაციო კომპაქტური გუნდია, ხშირად იხევენ უკან და სივრცეებს ზღუდავენ, მათ მოედნის დაბლოკვა კარგად გამოსდით. როდესაც მათ ნახევარზე გადავდიოდით, ამ დროს ვცდილობდით, რომ ლაციოს დაცვის ხაზი უკან დაგვეხია, თუმცა ამას ყველაზე უარესი გზებით ვაკეთებდით. მიუხედავად ამისა, არის ერთი რამ, რაც ძალიან მომეწონა, ეს ფეხბურთელების სწორი დამოკიდებულება, ფუნდამენტალური მენტალიტეტი და გამარჯვების სურვილია."

"ვესინომ მართლაც კარგი გოლი გაიტანა, ასეთ ადგილებში ბურთის მოგერიება სახიფათო რამაა."
- თქვა სპალეტიმ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი