მიქაუტაძე: “ჩემი მიზანი ბომბარდირობა და ლიგა 1-ში გადასვლაა” » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე: “ჩემი მიზანი ბომბარდირობა და ლიგა 1-ში გადასვლაა”

მიქაუტაძე: “ჩემი მიზანი ბომბარდირობა და ლიგა 1-ში გადასვლაა”
4-03-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს გიორგი მიქაუტაძის “მეცი” ლიგა 2-ის ეგიდით “ანესის” დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად სწორედ ქართველი შემტევი იყო. მან მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

“ჩემი მიზანია, რომ უფრო მეტი და მეტი გოლი გავიტანო და გუნდთან ერთად ლიგა 1-ში გადავიდე. რა თქმა უნდა, ბომბარდირობა მსურს, რადგან ინდივიდუალური სტატისტიკა ძალზე მნიშვნელოვანია. თუ მეცი ელიტაში დაბრუნდება, სიამოვნებით დავრჩები გუნდში. რატომ არ უნდა დავრჩე? რაც შეეხება სხვა ჩემპიონატებს, ადრეც მითქვამს, რომ ინგლისის პრემიერლიგა მომწონს.
მეცში ჩემი სტატუსი ცოტა შეიცვალა, ახლა ხალხი ქუჩაშიც მცნობს. ნიმთან მატჩის შემდეფ ფანების ოვაციები განსაკუთრებით სასიამოვნო იყო" - განაცხადა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი