Foot en Espagne via El Nacional - ის ცნობით, "პსჟ"-ს პრეზიდენტს, ალ ხელაიფის ლა ლიგის კლუბის - "ესპანიოლის" ყიდვა სურს.
როგორც წყარო სძენს, ყატარელი ბიზნესმენი ნებისმიერი თანხის გადახდისთვის მზად არის. იგივე წყარო ასევე წერს, რომ ხელაიფი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "ესპანიოლი" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახდეს ესპანეთში, თუ საუკეთესო არა.
უნდა აღინიშნოს, რომ "ესპანიოლი" კატალონიელების შიდა მეტოქეები არიან იგივე ქალაქიდან, ასე რომ, პარიზული კლუბის პრეზიდენტის გეგმა ამის ფონზე საკმაოდ ნათელია.