"გულწრფელად გეტყვით, ცხრილი სულ არ გვაინტერესებს" | მაურიციო სარი » სპორტის ხაზი

"გულწრფელად გეტყვით, ცხრილი სულ არ გვაინტერესებს" | მაურიციო სარი

"გულწრფელად გეტყვით, ცხრილი სულ არ გვაინტერესებს" | მაურიციო სარი
3-03-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაში მაურიციო სარის ლაციო ლუჩანო სპალეტის ნაპოლის ესტუმრება და შეეცდება, რომ პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღოს.

ნაპოლი სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარს მთელი 18 ქულით უსწრებს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. ამის შესახებ ლაციოს მთავარ მწვრთნელსაც ჰკითხეს, მან კი თქვა, რომ ნაპოლის მოპოვებული უპირატესობა სულაც არ აინტერესებს:

"რა თქმა უნდა, 18 ქულა დიდი სხვაობაა, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, მათ უპირატესობაზე არ ვფიქრობთ, რადგან ჩვენივე თამაშებზე და მათ მოგებაზე ვართ კონცენტრირებულნი. ჩვენ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ და გვსურს, რომ ასეთი ტემპით გავაგრძელოთ, ლაციომ დაიმსახურა ის ადგილი, სადაც ახლა იმყოფება." - თქვა სარიმ

ცნობისთვის, ნაპოლისა და ლაციოს დაპირისპირება ჩვენი დროით 23:45-ზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი