90min: “ჩელსის მთავარი სამიზნე ოსიმენი იქნება” » სპორტის ხაზი

90min: “ჩელსის მთავარი სამიზნე ოსიმენი იქნება”

90min: “ჩელსის მთავარი სამიზნე ოსიმენი იქნება”
3-03-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ერთ-ერთი ცნობილი გამოცემა, 90min იტყობინება, ლონდონის “ჩელსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვიქტორ ოსიმენის შეძენას გეგმავს და სწორედ ნიგერიელი იქნება მათი მთავარი სამიზნე.

ამავე წყარის თქმით, ლონდონელები “პარტენოპეის” ერთ-ერთ ლიდერში 150 მილიონი ევროს გადახდას თაკილობენ. იტალიური კლუბი კი ამაზე ნაკლებ თანხას არ განიხილავს. შესაძლოა, რომ ტრანსფერში “ლურჯებმა” ლუკაკუ ჩართონ, რომელიც “ინტერში” გაანათხოვრეს.

ჯერ-ჯერობით საქმის სხვა დეტალები უცნობია და საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, რადგანაც ოსიმენი წლევანდელი “ნაპოლისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი