მამუკა ჯუღელი: “ხვიჩას ყველგან თამაში შეუძლია” » სპორტის ხაზი

მამუკა ჯუღელი: “ხვიჩას ყველგან თამაში შეუძლია”

მამუკა ჯუღელი: “ხვიჩას ყველგან თამაში შეუძლია”
3-03-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლის” ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა Geo Team-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და არაერთ თემას შეეხო. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი ხვიჩა და მის გარშემო არსებული სიტუაცია გახლდათ.

“კვარას ყველგან შეუძლია თამაში. მადრიდის რეალშიც, ბარსელონაშიც, ლიდსშიც. ჩემი სურვილია, რომ იგი ბლაუგრანაში ვიხილო, მაგრამ ხვიჩა ბლანკოსის გულშემატკივარია.

ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიან ჯუნტოლიმ ხვიჩასთან დაკავშირებით მთხოვა, რომ იგი იტალიურ კლუბში დარჩენილიყო და სხვა გუნდში გადასვლაზე არ გვეფიქრა. ვუთხარი, რომ ამას ჯერ ისედაც არ ვაპირებდით, ვინაიდან კვარაცხელიას აქ ყველაფერის მოსწონს. გარდა ამისა ნეაპოლელები სხვა ქართველებსაც აკვირდებიან” - ისაუბრა მამუკა ჯუღელმა Geo Team-თან ინტერვიუში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი