ანჩელოტი: “წაგებას არ ვიმსახურებდით, კარგად ვითამაშეთ” » სპორტის ხაზი

ანჩელოტი: “წაგებას არ ვიმსახურებდით, კარგად ვითამაშეთ”

ანჩელოტი: “წაგებას არ ვიმსახურებდით, კარგად ვითამაშეთ”
3-03-2023, 14:20
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმ, კარლო ანჩელოტიმ “ბარსელონასთან” მატჩის შემდგომ განაცხადა, რომ მისი გუნდი მარცხს არ იმსახურებდა. მადრიდელები ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ედერ მილიტაოს ავტოგოლის გამო დამარცხდნენ.

"შედეგი ძალიან ცუდია, ჩვენ ამას არ ვიმსახურებდით, რადგან კარგად, ინტენსიურად ვითამაშეთ და ბარსელონას არ მივეცით საშუალება მოქცეულიყო ისე, როგორც სურდათ. მეტოქე თავს მჭიდროდ იცავდა, ჩვენ კი ზეწოლას ვახორციელებდით. ამ თვალსაზრისით მატჩი კარგი გამოდგა. მაგრამ ფინალურ სტადიაში სიზუსტე გვაკლდა, ძნელი იყო შანსების შექმნა. ეს მატჩი თავდაჯერებულობას მაძლევს. თუ ჩვენ შევძლებთ ასევე ვითამაშოთ, მაშინ გვექნება შანსი. წაგებას არ ვიმსახურებდით” - ასე მიიჩნევს იტალიელი სპევიალისტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი