“ბორდოს” მწვრთნელი: “ზურიკო გუნდს ენერგიას მატებს” » სპორტის ხაზი

“ბორდოს” მწვრთნელი: “ზურიკო გუნდს ენერგიას მატებს”

“ბორდოს” მწვრთნელი: “ზურიკო გუნდს ენერგიას მატებს”
3-03-2023, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

”ბორდოს” მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გუიონმა ქართველ შემტევზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. სპეციალისტის საუბრის ძირითადი აქცენტი ფეხბურთელის ბოლოდროინდელი ფორმისკენ იყო მიმართული:

“ზურიკო ის ფეხბურთელია, რომელსაც გუნდისთვის ენერგიის მიცემა შეუძლია. მას კარგად გამოსდის მეტოქეების პროვოცირება და ბურთი მაღალი ინტენსივობით წაღება შეუძლია. როცა ზურიკოსა და ბაქვას ფიზიკურ მონაცემებს ვუყურებ, ვხედავ, რომ ისინი, როგორც მატჩებისას, ისე ვარჯიშებისას კარგად გამოიყურებიან.

კვირაში ერთ თამაშს ვმართავთ და ზურიკოს შეუძლია, მატჩზე გავლენა პირველივე წუთიდან მოახდინოს. ასევე, არის შანსი, გამოსავალი მისი იმ მომენტში შეყვანა იყოს, როცა მეტოქის დაცვა დაღლილია, რადგან ამ შემთხვევაში, იგი შეძლებს, თავისი დრიბლინგითა და პროვოკაციებით მათ რიგებში დისბალანსი შეიტანოს.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.