ლობჟანიძე ატსუზე: “ყოველთვის ყველას გაბედნიერებას ცდილობდა” » სპორტის ხაზი

ლობჟანიძე ატსუზე: “ყოველთვის ყველას გაბედნიერებას ცდილობდა”

ლობჟანიძე ატსუზე: “ყოველთვის ყველას გაბედნიერებას ცდილობდა”
3-03-2023, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, საბა ლობჟანიძემ თავისი ყოფილი გუნდელის, კრისტიან ატსუს შესახებ ისაუბრა, რომლის სიცოცხლე თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ემსხვერპლა.

“მოედანსა თუ მის მიღმა არასდროს არავისთვის არაფერი უწყენინებია, ყოველთვის პოზიტიური და მხიარული იყო. ცდილობდა, ყველა გაებედნიერებინა. ყოველთვის გაგვახსენდება, როგორც საუკეთესო ადამიანი. ეს უდიდესი ტრაგედიაა. თამაში მიწისძვრამდე სულ რაღაც ათი საათით ადრე გვქონდა, შეხვედრის ბოლო წუთზე კი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ბურთის აღება დავაპირე. ატსუმ მითხრა, რომ გრძნობდა, თუ დაარტყამდა, გაიტანდა. მართლაც, დაარტყა და შეაგდო. ძალიან ბედნიერი იყო ატსუ და ვხარობდით ჩვენც. გასახდელში ერთად ვიზეიმეთ გამარჯვება. მაგრამ ამ მატჩის შემდეგ სამწუხარო მოხდა" - აცხადებს საბა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი