"ხვიჩა კვარაცხელია ბავშვებს ფეხბურთს დაუბრუნებს" | პასკუალე ფოჯა » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ბავშვებს ფეხბურთს დაუბრუნებს" | პასკუალე ფოჯა

"ხვიჩა კვარაცხელია ბავშვებს ფეხბურთს დაუბრუნებს" | პასკუალე ფოჯა
2-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ლაციოს ყოფილმა ფეხბურთელმა, პასკუალე ფოჯამ როგორც ნაპოლის მომდევნო შეხვედრის, ისე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი შემტევი ნამდვილი ფენომენია:

"ლაციოსა და ნაპოლის თამაშში არაიტალიურ ფეხბურთს ველი. ეს ისეთი მატჩი იქნება, რომლის ხილვაც ყველას მოუნდება. ვფიქრობ, ორი სხვადასხვა ტიპის აქტიურ საფეხბურთო სტილს ვიხილავთ. ჩემი აზრით, სარი თავის პრინციპებს არ უღალატებს მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის ყველაზე ძლიერ გუნდს ხვდება, პირიქით, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და გაზის პედალს ფეხი ბოლომდე უნდა მიაჭირონ."

"ოსიმენთან და კვარაცხელიასთან თამაში შესანიშნავი იქნებოდა, მე ამას სიგარეტითაც კი შევძლებდი. ვიქტორი რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყველაფერი შენი ნაწილი ხდება, ის ძალიან გხიბლავს და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი გახდება. თუმცა რეალური ლიდერი და ფენომენი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ფეხბურთის სიყვარულს გაიძულებს. ის არის ბიჭი, რომელიც ამ სპორტზე გულაცრუებულ ბავშვებს უკან დააბრუნებს."
- თქვა ფოჯამ

შეგახსენებთ, რომ ლაციოსა და ნაპოლის დაპირისპირება ხვალ გაიმართება, შეხვედრა 23:45-ზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი