რეალის რევანშისთვის მზადება და ბარსას უდიდესი დანაკლისი | ელ კლასიკოს პრევიუ » სპორტის ხაზი

რეალის რევანშისთვის მზადება და ბარსას უდიდესი დანაკლისი | ელ კლასიკოს პრევიუ

რეალის რევანშისთვის მზადება და ბარსას უდიდესი დანაკლისი | ელ კლასიკოს პრევიუ
2-03-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 00:00 საათზე მორიგი ელ კლასიკო გაიმართება, მადრიდის რეალი და კატალონიის ბარსელონა ერთმანეთს სანტიაგო ბერნაბეუზე კოპა დელ რეის 1/2 ფინალში შეხვდებიან.

ალბათ, ბევრისთვის საკმაოდ წარმოუდგენლად ჟღერს, თუმცა ფაქტია, რომ მადრიდელებს ესპანეთის თასი 2014 წლის შემდეგ არ მოუგიათ, ნახევარფინალში კი 2018/2019 წლების სეზონის შემდეგ პირველად არიან. 2022/2023 წლების კოპა დელ რეის 1/8 ფინაში რეალმა ვილიარეალთან 2 ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მათ ატლეტიკოს ბარიერი გადალახეს და ბარსელონას კარებს მიადგნენ.

რაც შეეხება ბარსელონას, მათ 1/8 ფინალი საკმაოდ მარტივად გაიარეს და ქვედალიგელი სეუტა 5-0 გაანადგურეს, ხოლო 1/4 ფინაშლი რეალ სოსიედადი მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.

ბოლო მატჩებში ბარსას კარგი დრო არ უდგას, ისინი ჯერ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ, შემდეგ კი შიდა ჩემპიონატში საქმეები აერიათ და აუტსაიდერ ალმერიასთან 1-0 დამარცხდნენ. ცხადია, ასეთ ფიზიკურ თუ მორალურ ფორმაში მყოფი ბარსელონა მადრიდელებისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტია.

ბარსელონა და რეალი კოპა დელ რეის ეგიდით ბოლოს ერთმანეთს 2018/2019 წლების სეზონის 1/2 ფინალში შეხვდნენ, რომლის პირველი ნახევარიც 1-1 დასრულდა, განმეორებით თამაშში კი ერნესტო ვალვერდეს ბარსელონამ სანტიაგო სოლარის რეალი 0-3 გაანადგურა და ფინალში კვალიფიცირდა.

ტრავმიანობის თვალსაზრისით, საგანგაშო ზარები მხოლოდ ბლაუგრანას ბანაკში ისმის. ჩავის ერთბაშად სამი ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი, პედრი და უსმან დემბელე დააკლდება. რაც შეეხება რეალს, მათ მენდი და ალაბა არ ეყოლებათ.

სავარაუდო XI-ები:

რეალი: კურტუა | კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, ნაჩო | კროოსი, ჩუამენი, მოდრიჩი | ვინისიუსი, ბენზემა, ვალვერდე.

ბარსელონა: ტერ შტეგენი | კუნდე, არაუხო, გარსია, ბალდე | დე იონგი, ბუსკეცი, რობერტო | ფერანი, რაფინია, გავი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი