ზედიზედ მეორე ტურნირი! გორგოძე ბუენოს აირესის გამარჯვებულია » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

ზედიზედ მეორე ტურნირი! გორგოძე ბუენოს აირესის გამარჯვებულია

ზედიზედ მეორე ტურნირი! გორგოძე ბუენოს აირესის გამარჯვებულია

7-11-2021, 20:12
Aa Aa
გაზიარება:

ეკატერინე გორგოძემ წყვილთა შორის, ირინა ბარასთან ერთად, ზედიზედ მეორე ტურნირში გაიმარჯვა.

ამჯერად არგენტინის დედაქალაქში ეკომ და ირინამ შეძლეს და ტიტული მოიპოვეს. ფინალურ დაპირისპირებაში მათი მეტოქე არგენტინელი მარია კარლე და ბერძენი დესპინა პაპამიჩაილი იყვნენ. ქართველმა და რუმინელმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი დათმეს 5:7 თუმცა მეორეში სარკისებურად 7:5 იმარჯვეს და გადამწყვეტ ტაიბრეიკამდე მივიდნენ. სადაც კვლავ უკეთესები იყვნენ და 10:4 გაიმარჯვეს.

ეს მოგება, წყვილთა შორის, ზედიზედ მე-11 იყო, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ გორგოძე თავის საუკეთესო ფორმაში იმყოფება და იმედია ეს სერია კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი