"ხვიჩა კვარაცხელია მადრიდისტაა და.." | რას წერს ფაბრიციო რომანო ქართველზე? » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია მადრიდისტაა და.." | რას წერს ფაბრიციო რომანო ქართველზე?

"ხვიჩა კვარაცხელია მადრიდისტაა და.." | რას წერს ფაბრიციო რომანო ქართველზე?
2-03-2023, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

რომანო წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი მადრიდის რეალის დიდი გულშემატკივარია, რასაც მისი აგენტის, მამუკა ჯუღელის სიტყვებიც ამოწმებს:

"ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელიაც და მეც ბარსელონას ვქომაგობთ, თუმცა კვარას მადრიდის რეალი უყვარს. ჩვენ ძალიან გაგვიხარდება თუ მას ბარსას მაისურით ვნახავთ, თუმცა ხვიჩა მადრიდისტაა."

სხვათაშორის, ფაბრიციო რომანოს ჯუღელის ის სიტყვებიც მოჰყავს, რომელიც მან აურელიო დე ლაურენტისთან მიმართებით გააკეთა:

"ნაპოლის პრეზიდენტმა მთხოვა, რომ არ ვიჩქარო, რადგან ხვიჩას ამ ქალაქში ყველაფერი ძალიან მოსწონს." - მამუკა ჯუღელი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი