ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა One Championship-ის მძიმე წონის ჩემპიონ რუს ანატოლი მალიხინთან სანაძლეო დადო, რომ ალჯამეინ სტერლინგი პიოტრ იანსის მოუგებდა - ხსენებულ სანაძლეოში დამარცხებულს კი 50 ათასი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა გამარჯვებულისთვის.
საბოლოოდ, სანაძლეო მერაბმა მოიგო, თუმცა კუთვნილი თანხა ამ დრომდე არ მიუღია.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ მერაბი ლას ვეგასში სტილისტთან იმყოფება, სტილისტს კი კედელზე სხვადასხვა მებრძოლის ფოტო აქვს გამოკრული - მერაბმა კედელზე ანატოლის ფოტოც შეამჩნია, რაზეც სტილის ხუმრობით ჰკითხა, რომ ვინ ჯანდაბაო იყო და რას აკეთებდა ის ამ კედელზე.