"ნაპოლის ნახევარდაცვის სამეულიდან ერთ-ერთი ინგლისში წავა" | Todofichajes » სპორტის ხაზი

"ნაპოლის ნახევარდაცვის სამეულიდან ერთ-ერთი ინგლისში წავა" | Todofichajes

"ნაპოლის ნახევარდაცვის სამეულიდან ერთ-ერთი ინგლისში წავა" | Todofichajes
4-03-2023, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

უცხოური სპორტული გამოცემა, კერძოდ Todofichajes წერს, რომ ზაფხულში ნაპოლის ნახევარდაცვის სამეულიდან ერთ-ერთი გუნდს დატოვებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ეს ფეხბურთელი პოლონეთის ნაკრების წევრი, პიოტრ ჟიელინსკი იქნება, რომლის გადაბირებიდაც იურგენ კლოპის ლივერპული ინტერესდება.

მერსესაიდელებს ნახევარდაცვაში პრობლემები აქვთ და ჟიელინსკის გაფორმებით მის გამოსწორებას შეეცდებიან. ცნობისთვის, პიოტრის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

პოლონელი ფეხბურთელი იტალიურ კარიერას უდინეზეში იწყებდა, რასაც ცოტა ხნით ემპოლიში თამაშიც მოჰყვა. რაც შეეხება ნეაპოლურ თავგადასავალს, ის 2016 წლიდან იწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი