ცხელი ზაფხული - კვარაცხელია მანჩესტერ იუნაიტედსაც დაუკავშირეს » სპორტის ხაზი

ცხელი ზაფხული - კვარაცხელია მანჩესტერ იუნაიტედსაც დაუკავშირეს

ცხელი ზაფხული - კვარაცხელია მანჩესტერ იუნაიტედსაც დაუკავშირეს
1-03-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

Gazetta dello Sport-ის მიერ ხვიჩა კვარაცხელიაზე მომზადებულმა სტატიამ მსოფლიოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. იტალიური გაზეთის ინფორმაციამ თითქმის არ დატოვა არცერთი ქვეყნის სპორტული ვებგვერდი თუ გამოცემა, რომელმაც ქართველ ფეხბურთელზე თავისი ექსკლუზიური სიახლე არ გაგვიზიარა.

მაგალითისთვის, Thepeoplesperson-მა დაწერა, რომ კვარა & მანჩსტერ იუნაიტედის დუეტი ზაფხულში გააქტიურდება და ნაპოლის 77-ე ნომერს ახალი სეზონიდან სწორედ ოლდ ტრაფორდზე ვიხილავთ:

"მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში სრულ მზადყოფნას გამოიჩენს ხვიჩა კვარაცხელიას გასაფორმებლად, თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ რამდენიმე წამყვანი კლუბის კონკურენციის გადალახვა მოუწევთ, მაგალითად ისეთების, როგორებიც მანჩესტერ სიტი და მადრიდის რეალი არიან."

როგორც იცით, dello Sport-მა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ნეაპოლში ზღაპრების არავის სჯერა და მათ კარგად იციან, რომ ასეთი ტალანტის შენარჩუნება ურთულესი იქნება, რასაც ზემოაღნიშნული წყაროც ეთანხმება, თუმცა დასძენს, რომ "წითელ ეშმაკებს" ამ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი უკვე ჰყავთ, ამიტომ რამდენად იქნებიან ისინი მზად კონკრეტულად 100 მილიონის გადასახდელად (ეს ის თანხაა, რომელსაც კვარას სატრანსფერო ღირებულებად ასახელებენ) ცალეკ საკითხია:

"ამ ბიჭს მაგარი დრიბლინგები აქვს, საოცარი ტემპი და ბალანსი, ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ ელიტური გუნდები მისი შეძენის რიგში დგანან. მიუხედავად ამისა, ერიკ ტენ ჰაგს მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე 2-3 კარგი მოთამაშე ჰყავს, რის გამოც საკმაოდ რთულია დაზუსტებით თქვა, მოისურვებს თუ არა იუნაიტედი კვარაში 100 მილიონის გადახდას." - წერს გამოცემა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი