“იგი ატლეტიკოს საოცნებო შენაძენი იქნება” - რას წერს ესპანური მედია მამარდაშვილზე » სპორტის ხაზი

“იგი ატლეტიკოს საოცნებო შენაძენი იქნება” - რას წერს ესპანური მედია მამარდაშვილზე

“იგი ატლეტიკოს საოცნებო შენაძენი იქნება” - რას წერს ესპანური მედია მამარდაშვილზე
1-03-2023, 14:20
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი როგორც ინგლისური, ამავე დროს ესპანური კლუბების სამიზნეცაა. “ტოტენჰემამდე” მისით მადრიდის “ატლეტიკო” ინტერესდებოდა. ესპანური მედია “ღამურების” მეკარის “როხიბლანკოში” გადასვლას არ გამორიცხავს.

“ვალენსიას ახალგაზრდა მეკარე თავის პოზიციაზე ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა, რის გამოც, რაც იან ობლაკი ატლეტიკოდან წავა, მადრიდელები მის შემცვლელად სწორედ მამარდაშვილს განიხილავენ.

22 წლის ქართველი მეკარე მადრიდის ატლეტიკოს საოცნებო შენაძენი იქნება, რადგან ის მომავლის მეკარეა.

მიუხედავად ყველაფრისა, სიმართლე ისაა, რომ ახლა ატლეტიკოს ყველაზე რთული ფინანსური მომენტი აქვს, რაც მათ ძალიან გაურთულებთ მამარდაშვილის დამატების საკითხს, რადგან მან “ღამურებთან” კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონიო ევრო იქნება” – წერია fichajes.net-ზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი