315 დღის შემდეგ - პოლ პოგბა მოედანს დაუბრუნდა » სპორტის ხაზი

315 დღის შემდეგ - პოლ პოგბა მოედანს დაუბრუნდა

315 დღის შემდეგ - პოლ პოგბა მოედანს დაუბრუნდა
1-03-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 24-ე ტური ტურინული დაპირისპირებით, “დერბი დელა მოლეთი” დაიხურა. “ალიანს სთედიუმზე” “ბიანკონერი” “ტორინოს” დაუხვდა და უხვგოლიან მატჩში 4-2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ შავ-თეთრები ორჯერ იყვნენ ჩამირჩენაში - ეს იყო 0-1-ზე და 1-2-ზე. მიუხედავად ამისა, კუადრადოს, დანილოს, ბრემერისა და რაბიოს გოლებით “ბებერმა ქალბატონმა” მაინც იმარჯვა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის ფაქტიც, რომ 315 დღიანი უქმობის, ტრავმებისა და პრობლემების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა პოლ პოგბა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა “ბიანკონერის” მაისურით პირველი მატჩი გამართა. იგი ტურინულ გრანდში 2012-2016 წლებშიც ასპარეზობდა.

ამ დროისთვის “იუვენტუსი” მეშვიდე ადგილზეა 35 ქულით. ჩემპიონთა ლიგის ზონას 10, კონფერენს ლიგისას კი 6 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი