სანაკრებო მატჩებზე ბილეთების გაყიდვა 2 მარტს დაიწყება » სპორტის ხაზი

სანაკრებო მატჩებზე ბილეთების გაყიდვა 2 მარტს დაიწყება

სანაკრებო მატჩებზე ბილეთების გაყიდვა 2 მარტს დაიწყება
28-02-2023, 18:12
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო თამაშს კი ჩვენი გუნდი 28 მარტს ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. წლის პირველი ოფიციალური თამაში კი, ჩვენ გუნდს ნორვეგიის წინააღმდეგ ექნება. მარტში დაგეგმილი ორივე შეხვედრა ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.

მატჩებზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 2 მარტს, 12 საათზე დაიწყება. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ მომხმარებელს თამაშის მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.

საქართველო - მონღოლეთი (25 მარტი) - ბილეთის ფასი: 10, 20, 30 ლარი, VIP ტრიბუნა: 100 ლარი (ბილეთის საფასური მოიცავს VIP ზონაში არსებული საკვები სივრცის მომსახურებას).

საქართველო - ნორვეგია (28 მარტი) - ბილეთის ფასი: 10, 25, 50 ლარი, VIP ტრიბუნა: 100 ლარი (ბილეთის საფასური მოიცავს VIP ზონაში არსებული საკვები სივრცის მომსახურებას).

წყარო: nakrebi.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი