"ის იქნება პირველი ფეხბურთელი, ვინც მესის და რონალდოს შედეგებს გაიმეორებს", - რონალდო » სპორტის ხაზი

"ის იქნება პირველი ფეხბურთელი, ვინც მესის და რონალდოს შედეგებს გაიმეორებს", - რონალდო

"ის იქნება პირველი ფეხბურთელი, ვინც მესის და რონალდოს შედეგებს გაიმეორებს", - რონალდო
28-02-2023, 19:54
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ, FIFA The Best-ის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, პსჟ-ს ფრანგ თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, სწორედ ფრანგი შემტევი იქნება პირველი ფეხბურთელი, ვინც მესის და რონალდოს შედეგებს გაიმეორებს.

"მბაპეს მივესალმე და ცოტა ვისაუბრეთ. ის განსაკუთრებული ბიჭია და ყოველთვის, როცა ერთმანეთს ვნახულობთ, კარგად ვურთიერთობთ, მე მისი ნახვა ყოველთვის მიხარია.

ვფიქრობ, რომ მბაპე უკვე რამდენიმე წელია, რაც შესანიშნავად ასპარეზობს. ის იქნება პირველი, ვინც იგივეს მიაღწევს, რასაც კრიშტიანო რონალდომ და ლიონელ მესიმ მიაღწიეს
", - განაცხადა რონალდომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი