VIDEO: რეზი დანელიას გოლით 16-წლამდე ნაკრებმა ჩრდ.მაკედონია დაამარცხა » სპორტის ხაზი

VIDEO: რეზი დანელიას გოლით 16-წლამდე ნაკრებმა ჩრდ.მაკედონია დაამარცხა

VIDEO: რეზი დანელიას გოლით 16-წლამდე ნაკრებმა ჩრდ.მაკედონია დაამარცხა
28-02-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დასრულდა ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ქალაქ რუსთავში საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის 16-წლამდე გუნდებს შორის გაიმართა.

აღნიშნული მატჩის პირველი ნახევარი უგოლო იყო, მეორე ტაიმში კი რეზი დანელიამ მეტოქე გუნდის კარის აღება მოახერხა და შეხვედრაში ერთადერთი, გადამწყვეტი გოლი გაიტანა - იხილეთ ვიდეო.

საგულისხმოა, რომ ამავე გუნდების მორიგ ამხანაგურ შეხვედრას კვლავ რუსთავში, 2 მარტს ვნახავთ, ეს მატჩი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, გიორგი ჩიტაურის გუნდი კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზეც საქართველოს თამაში დანიასთან, ლიეტუვასა და ავსტრიასთან მოუწევს, მატჩები 11-17 ოქტომბერს ჩატარდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი