ალაბამ ხმა მესის საუკეთესოობას მისცა, მადრიდში კი დააბულინგეს | დეტალები » სპორტის ხაზი

ალაბამ ხმა მესის საუკეთესოობას მისცა, მადრიდში კი დააბულინგეს | დეტალები

ალაბამ ხმა მესის საუკეთესოობას მისცა, მადრიდში კი დააბულინგეს | დეტალები
28-02-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ლიონელ მესიმ გაიმარჯვა.

მადრიდის რეალის ფეხბურთელმა და ავსტრიის ნაკრების კაპიტანმა, დავიდ ალაბამ ხმა სწორედ არგენტინელის საუკეთესოობას მისცა, რის გამოც ალაბა მადრიდში გულშემატკივართა აგრესიის სამიზნედ იქცა.

რეალის ქომაგები იმაზე გაბრაზდნენ, რომ დავიდმა პირველ პოზიციაზე კარიმ ბენზემა არ გაიყვანა, რაც ალაბამ შემდეგნაირად განმარტა:

"ავსტრიის ნაკრების ხმას მხოლოდ მე არ წარმოვადგენ მიუხედავად იმისა, რომ მათი კაპიტანი ვარ. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა ყველამ მიიღო, საერთო გადაწყვეტილება კი ასეთი გამოდგა."

"არაერთხელ აღმინიშნავს, რომ კარიმ ბენზემა ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია, ეს ბევრჯერ მითქვამს და ამის შესახებ კარიმსაც კი არ ეპარება ეჭვი."
- თქვა ალაბამ

ცნობისთვის, რეალის გულშემატკივრები დავიდ ალაბას სოციალურ ქსელში სამეფო გუნდის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი