დევიდ ჯეიმსი : "ვფიქრობ საკამ არსენალი უნდა დატოვოს და კარიერა ამ კლუბში გააგრძელოს" » სპორტის ხაზი

დევიდ ჯეიმსი : "ვფიქრობ საკამ არსენალი უნდა დატოვოს და კარიერა ამ კლუბში გააგრძელოს"

დევიდ ჯეიმსი : "ვფიქრობ საკამ არსენალი უნდა დატოვოს და კარიერა ამ კლუბში გააგრძელოს"
28-09-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ბუკაიო საკას მომავალზე საუბრისას ყოფილმა ინგლისელმა მეკარემ, დევინ ჯეიმსმა GGRecon-ს განუცხადა:

"მე მომწონს ის, რასაც მიკელ არტეტა არსენალში აკეთებს და ვხედავ იმასაც, რომ საკას როლი ამაში ძალიან დიდია. თუმცა, კლუბში დიდი ხნით ყოფნის შემდეგ, ხვდები რომ ცვლილებები გჭირდება.

ჩემი აზრით თუ საკა არსენალს დატოვებს და მანჩესტერ სიტიში გადავა, ის სწორ ნაბიჯს გადადგამს თავის საფეხბურთო კარიერაში, რადგან მანჩესტერ სიტი ბოლო წლებში ინგლისის საუკეთესო გუნდია. თუმცა საკითხავია, მიეცემა თუ არა ბუკაიოს სათამაშო დრო სიტიში? - თითქმის გარანტირებულია როტაცია. ფეხბურთელმა იცის, რომ თუ მანჩესტერ სიტიში წასვლას გადაწყვეტს, ის ყველა შეხვედრის თამაშს ვერ შეძლებს. მე მჯერა, რომ იგი შესანიშნავი დანამატი იქნებოდა მანჩესტერ სიტისთვის" -
განაცხადა ჯეიმსმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი