VIDEO: საჩემპიონო ზეიმისთვის მზადება დაწყებულია - აი, რა ხდება ნეაპოლის ქუჩებში » სპორტის ხაზი

VIDEO: საჩემპიონო ზეიმისთვის მზადება დაწყებულია - აი, რა ხდება ნეაპოლის ქუჩებში

VIDEO: საჩემპიონო ზეიმისთვის მზადება დაწყებულია - აი, რა ხდება ნეაპოლის ქუჩებში
28-02-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი თავის ისტორიაში მე-3 სკუდეტოს უახლოვდება. ლუჩანო სპალეტის გუნდი იტალიის ჩემპიონატს 65 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს 18 ქულით უსწრებს, სერია A-ს დასრულებამდე კი 14 ტურიღა რჩება.

როგორც La Reppublica წერს, ნეაპოლში უკვე ღრმად სწამთ, რომ მათი ქალაქის გუნდი იტალიის ჩემპიონატს დანამდვილებით მოიგებს, ამისთვის კი ქუჩებში წინასწარი სამზადისი უკვე დაწყებულია - იხილეთ ვიდეო.

ამავე საკითხის შესახებ Calcionapoli-მაც დაწერა, რომელიც ქალაქის საზეიმო აფეთქებას აანონსებს:

"დარწმუნებით ვამბობთ, რომ ქალაქი ნეაპოლი მალე სიხარულისგან აფეთქდება. ნაპოლის გულშემატკივრები უკვე სრულ მზადყოფნაში არიან, რომ ნანატრი ტიტული იზეიმონ." - დაწერა იტალიურმა ვებგვერდმა

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას ლაციოს წინააღმდეგ გამართავს, ეს შეხვედრა 3 მარტსაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი