"იტალიაში თამაში სხვა ქართველებსაც შეუძლიათ" | კრისტიან ძაკარდო ალაპარაკდა? » სპორტის ხაზი

"იტალიაში თამაში სხვა ქართველებსაც შეუძლიათ" | კრისტიან ძაკარდო ალაპარაკდა?

"იტალიაში თამაში სხვა ქართველებსაც შეუძლიათ" | კრისტიან ძაკარდო ალაპარაკდა?
28-02-2023, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში წარმატებული ტრანსფერის ერთ-ერთმა შემოქმედმა, კრისტიან ძაკარდომ იტალიურ გაზეთთან, La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუ ჩაწერა და როგორც კვარას, ისე სხვა ქართველი ტალანტების შესახებ ისაუბრა:

"როგორც აქამდეც მითქვამს, ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ კიდევ რუსეთში ვაკვირდებოდით, მეც და ჯუნტოლიც, რამაც ჩვენი მასთან დაახლოება განაპირობა, საბოლოოდ კი ნაპოლიმ ეს ფეხბურთელი შეიძინა. ხვიჩა დავინახე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ საქმე განსაკუთრებული უნარების მქონე ფეხბურთელთან გვქონდა. თავდაპირველად საქმე გართულდა, მიზეზი კი პანდემია და რუსული კლუბის მოთხოვნები გახლდათ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა და კვარა იტალიაში აღმოჩნდა. ის საოცარი ფეხბურთელია, გამორჩეული დრიბლინგით და სხვადასხვა თვისებით, რაც მას გუნდთან ადაპტირებაში დაეხმარა."

"ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, საქართველოში სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც არიან, რომლებსაც იტალიაში თამაში შეუძლიათ, მხედველობაში უკვე მყავს რამდენიმე. მაგალითად, ზაფხულში ვაპირებ, რომ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს დავაკვირდე, რომელშიც არაერთი ტალანტი თამაშობს, მათ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ."
- თქვა კრისტიან ძაკარდომ

ცნობისთვის, ნაპოლის კიდევ ერთ ახალგაზრდა ქართველ შემტევს, გიორგი კვერნაძესაც უკავშირებდნენ, რომელიც ამჯერად ბათუმის დინამოში თამაშობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი