"გიორგი მამარდაშვილი ცათამბჯენივით იდგა" | ესპანური მედია ქართველზე » სპორტის ხაზი

"გიორგი მამარდაშვილი ცათამბჯენივით იდგა" | ესპანური მედია ქართველზე

"გიორგი მამარდაშვილი ცათამბჯენივით იდგა" | ესპანური მედია ქართველზე
28-02-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ რეალ სოსიედადს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ბასკურ გუნდთან გამარჯვებით ვალენსიამ ნავსი გატეხა და 2022 წლის 10 ნოემბრის შემდეგ ლა ლიგაში პირველად მოიგო.

რაც შეეხება ქართველ მეკარეს, მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი კარგ ფორმას სტაბილურად ინარჩუნებდა, მეტოქეები მის კარში გოლის გატანას ზედიზედ 3 თვის განმავლობაში ახერხებდნენ, თუმცა ამჯერად ეს ასე არ მოხდა და ქართველმა მეკარემ კარი მშრალად შეინახა.

აი, რა დაწერა ესპანურმა მედიამ, კერძოდ Eldesmarque-მ გიორგი მამარდაშვილის თამაშზე: "ვალენსიამ მესტალიაზე ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რეალ სოსიედადს უმასპინძლა და მეტოქე გუნდი 1:0 დაამარცხა. ვალენსიას კარის დარაჯი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბასკური გუნდის წინააღმდეგ კარგი მატჩი გამართა."

"პირველ ნახევარში რეალ სოსიედადს შეტევა გაუჭირდა, ამიტომ გიორგის ბევრი საქმე არ ჰქონია, ხოლო მეორე ტაიმში მამარდაშვილმა საკუთარი გუნდის გადარჩენა შეძლო, მას შემდეგ კი ნამდვილი ცათამბჯენივით იდგა და მიუხედავად ბასკური გუნდის მცდელობებისა, ქართველის გატეხვა ვერავინ შეძლო." - დაწერა ესპანურმა ვებგვერდმა

შეგახსენებთ, რომ ვალენსია ლა ლიგის მე-18 პოზიციას 23 ქულით იკავებს და გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად მინიმუმ 1 ქულა სჭირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი