ლუჩიანო მოჯი: “ხვიჩა ჩემთვის გამოცანაა” » სპორტის ხაზი

ლუჩიანო მოჯი: “ხვიჩა ჩემთვის გამოცანაა”

ლუჩიანო მოჯი: “ხვიჩა ჩემთვის გამოცანაა”
28-02-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ლუჩიანო მოჯიმ “ნაპოლის” წლევანდელი შესანიშნავი ასპარეზობის შესახებ ისაუბრა და რამდენიმე ფეხბურთელი გამოარჩია.

“ნაპოლიში არის რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც განსხვავებას ქმნიან და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ.

ბუნებრივია,რომ სტანისლავ ლობოტკას, ზამბო ანგისას, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვსაუბრობ.

როდესაც ისეთი ნახევარმცველები გყავს, როგორებიც კამერუნელი და სლოვაკი არიან, მთელი გუნდი უფრო სწრაფად თამაშობს.

რაც შეეხება კვარასა და ოსიმენის დუეტს, შესანიშნავია. კვარაცხელიას ფენომენი ჩემთვის გამოცანაა” - ასე მიიჩნევს იტალიელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი