ლოჩოშვილი: “ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია” » სპორტის ხაზი

ლოჩოშვილი: “ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია”

ლოჩოშვილი: “ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია”
28-02-2023, 12:35
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ლუკა ლოჩოშვილი FIFA-მ გასული წლის საუკეთესოდ დაასახელა Fair Play-ს ნომინაციაში. ქართველმა მცველმა, როცა ის ავსტრიული “ვოლფერბერგის” ღირსებას იცავდა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელის სიცოცხლე გადაარჩინა.

ლუკა დაჯილოებაზე ვერ ჩავიდა, ამიტომ დისტანციური გზით ჩაერთო კომენტარი ასე გააკეთა:

“ყველას მოგესალმებით. პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რომ ვერ ვესწრები ცერემონიას, რადგან ხვალ თამაში გვაქვს. ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია, მადლობელი ვარ ამ ჯილდოსთვის და პატივისცემისთვის, ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, უფრო მეტად ბედნიერი იმის გამო ვარ, რომ გეორგის სიცოცხლე გადავარჩინე. ფეხბურთში მთავარი სამართლიანი თამაში და პატივისცემაა. ბედნიერი ვარ, რომ ის ახლა კარგადაა თავის ოჯახთან ერთად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, რაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი