"პარკეტზე ენერგია მკაფიოდ გამოაჩინა" | ორლანდოს მწვრთნელი გოგა ბითაძეზე » სპორტის ხაზი

"პარკეტზე ენერგია მკაფიოდ გამოაჩინა" | ორლანდოს მწვრთნელი გოგა ბითაძეზე

"პარკეტზე ენერგია მკაფიოდ გამოაჩინა" | ორლანდოს მწვრთნელი გოგა ბითაძეზე
27-02-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

26 თებერვალს საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, გოგა ბითაძის ორლანდოში დებიუტი შედგა, ქართველი ცენტრი ყოფილ კლუბს, ინდიანა პეისერსს დაუპირისპირდა, რომელთანაც ორლანდო 121:108 დამარცხდა.

აი, როგორ შეაფასა გოგა ბითაძის პირველი შეხვედრა ორლანდოს მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოსლიმ:

"ვფიქრობ, გოგამ სადებიუტო შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მან პარკეტზე ყოფნისას თავისი ენერგია თანაგუნდელებს გადასცა. ცხადია, მას დამატებით მოტივაციას ის სძენდა, რომ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაშობდა და რაღაცების დამტკიცებაც სურდა. ვფიქრობ, ბითაძემ თავისი დავალება მშვენივრად შეასრულა."

სხვათაშორის, ქართველი კალათბურთელის გუშინდელ შეხვედრას ინდიანას მწვრთნელი, რიკ კარლაილიც გამოეხმაურა:

"ვფიქრობ, გოგამ სათამაშო დონე აშკარად გააუმჯობესა. დარწმუნებული ვარ, რომ ბითაძე ახალ კლუბთან ერთად სტაბილურ წარმატებას მიაღწევს." - თქვა კარლაილმა

ცნობისთვის, გოგა ბითაძემ პარკეტზე 9 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი