"ესეც ასე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნი გამოვა" | რას წერს გიორგი კეკელიძე? » სპორტის ხაზი

"ესეც ასე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნი გამოვა" | რას წერს გიორგი კეკელიძე?

"ესეც ასე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნი გამოვა" | რას წერს გიორგი კეკელიძე?
27-02-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი მწერალი და წიგნის მუზეუმის დამაარსებელი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს:

"ესეც, ასე - კონტრაქტი გაფორმებულია. წიგნს ხვიჩა კვარაცხელიაზე, სახელად - ,,ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი" რომაული გამომცემლობა Aletti Editore გამოსცემს. ის რომ გამომცემლობა დედაქალაქის არის და არა მაინცდამაინც ნეაპოლის, მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საკითხია."

"საქართველოში გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishing დასტამბავს. ავტორი, მოგეხსენებათ, მე ვიქნები. წინასიტყვაობა - აკა მორჩილაძე. რედაქტორი - ზვიად კვარაცხელია. იტალიური თარგმანი - ინგა სიხარულიძე, კესა კაკალია. პროექტის პროდიუსერი - ბერიკა შუკაკიძე. კონსულტანტი, ხვიჩას მამა - ბადრი კვარაცხელია. ინტერნეტ პარტნიორი Geo Team."
- დაწერა გიორგი კეკელიძემ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი