"კალათბურთელთა ანთებულმა თვალებმა დამაჯერა, რომ მსოფლიოზე გავაღწევდით" | ილიას ზუროსის კომენტარი » სპორტის ხაზი

"კალათბურთელთა ანთებულმა თვალებმა დამაჯერა, რომ მსოფლიოზე გავაღწევდით" | ილიას ზუროსის კომენტარი

"კალათბურთელთა ანთებულმა თვალებმა დამაჯერა, რომ მსოფლიოზე გავაღწევდით" | ილიას ზუროსის კომენტარი
26-02-2023, 23:27
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისლანდიის წინააღმდეგ ისტორიული მატჩი ჩაატარა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა დამოუკიდებელი საქართველოს კალათბურთის ისტორიაში, რომლის მთავარი შემოქმედი ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელია:

"მადლობა ყველა ჩემს კალათბურთელს. მაქსიმუმი გააკეთეს. დიდებული იყო ჩვენი გუნდის ენერგია, რაც გულშემატკივარმა მოგვცა. ეს ენერგია მოდიოდა მათგანაც, ვინც სახლიდან გვიყურებდა. ვამაყობთ, რადგან დავამარცხეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. ახლა დავისვენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადოთ."

"როდის ვიგრძენი, რომ მოვიგებდით? – დილას ვიგრძენი, მაშინ, როცა დავინახე ქართველი კალათბურთელების თვალები, მათი მიდგომა, მათი მონდომება. დღეს დავინახეთ, რომ შეგვიძლია ერთად ბრძოლა, ერთად თამაში და ერთად გამარჯვება. მადლობა შერმადინსა და შენგელიას, რომლებიც ახალგაზრდა კალათბურთელებს დაელაპარაკნენ, რაც გუნდის მებრძოლი სულისთვის აუცილებელი იყო."

"დაცვა გამარჯვების მთავარი საწინადრი იყო. მეტოქეს იოლი ბურთების ჩაგდება დავანებეთ, თუმცა წუთშესვენების შემდეგ ყველაფერი დალაგდა. ბექაურმა ბევრი დაფარება გააკეთა, ბევრი ბურთი მოხსნა, შენგელია, შერმადინი – ყველა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დაცვამ მოგვაგებინა. ევრობასკეტზე ბევრი ძლიერი მეტოქე გვყავს. ბულგარეთი, ბელგია ძალიან ძლიერები არიან. მონტენეგრო ძალიან ძლიერია. თურქეთსა და ესპანეთს NBA-ს კალათბურთელები ჰყავთ.

"ველოდებით სანდრო მამუკელაშვილს, გოგა ბითაძეს. კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს. გვინდოდა წნეხი მოგვეხსნა მაკფადენისგან, კარგად ითამაშა, მაგრამ უნდა იმუშაოს ძალიან ბევრი. ერთი თამაში არაფერს ნიშნავს, მთავარია სტაბილურობა და სწორი გზით მუშაობა."
- თქვა ბერძენმა სპეციალისტმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი