ინტერმა წააგო | სადამდე გაიზარდა ნაპოლის უპირატესობა სერია A-ში? » სპორტის ხაზი

ინტერმა წააგო | სადამდე გაიზარდა ნაპოლის უპირატესობა სერია A-ში?

ინტერმა წააგო | სადამდე გაიზარდა ნაპოლის უპირატესობა სერია A-ში?
26-02-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დასრულდა ბოლონიასა და ინტერის დაპირისპირება, რომელიც მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგეს.

ტიაგო მოტას გუნდმა ნერაძურის კარი მე-12 წუთზე აიღო, თუმცა თამაშგარე წესის დარღვევის გამო, ეს გოლი მსაჯმა გააუქმა, პირველი ტაიმი კი უგოლოდ დასრულდა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, გოლი 76-ე წუთზე გავიდა, რომლის ავტორიც რიკარდო ორსოლინი გახდა. ამ გამარჯვებით ბოლონიამ თავი 35 ქულას მოუყარა და მე-7 ადგილზე გადავიდა, ხოლო ინტერი მეორე პოზიციაზე 47 ქულით დარჩა.

ამდენად, ნაპოლის უპირატესობა უკვე მთელ 18 ქულას შეადგენს, რომლის აღმოფხვრაც, ცხადია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი