კიელინი: “ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს იუვეში ხდება” » სპორტის ხაზი

კიელინი: “ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს იუვეში ხდება”

კიელინი: “ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს იუვეში ხდება”
26-02-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის “იუვენტუსის” ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ყოფილმა კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ “ბიანკონერის” დღევანელ მდგომარეობაზე The Athletic-თან ისაუბრა.

“ძალიან ვწუხვარ და განვიცდი იმას, რაც იუვენტუსთან დაკავშირებით ხდება. ძნელი ასატანია ეს ყველა იმ ადამინისთვის, ვისაც უყვარს ეს კლუბი. ახლა გულშემატკივრებს მოთმინება მართებთ, რადგან კლუბი აგრძელებს ბრძოლას და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება.

ფეხბურთელებმა ყოველი მატჩისთვის უნდა იბრძოლონ, შედეგს კი სეზონის ბოლოს ვნახავთ. რაც შეეხება იმას, რაც სასამართლოში ხდება, ჩვენგან ძნელია რაიმეს თქმა. შესაძლოა იყოს როგორც კარგი, ისე ცუდი ამბები. იმის გათვალისწინებით, რა პასუხისმგებლობაც იუვენტუსში მეკისრებოდა, ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა გუნდისგან შორს ყოფნა" - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ “ბებერ ქალბატონს” კაპიტალის ხელოვნურად ზრდის გამო 15 ქულა დააკლეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი