სპალეტი: “კვარას საფეხბურთო დონიდან გამომდინარე უჯარიმოდ ვერ შეაჩერებ” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “კვარას საფეხბურთო დონიდან გამომდინარე უჯარიმოდ ვერ შეაჩერებ”

სპალეტი: “კვარას საფეხბურთო დონიდან გამომდინარე უჯარიმოდ ვერ შეაჩერებ”
26-02-2023, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს 24-ე ტურში “ნაპოლი” “ემპოლი” სტუმრად 2:0 დაამარცხდა. ერთი ბურთი ავტოგოლით გავიდა, მეორე კი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.

შეხვე შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე “პარტენოპეის” მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის ჰკითხეს, რას ფიქრობდა იმის შესახებ, რომ მეტოქეები კვარასთან ხშირად ჯარიმდებოდნენ.

“კვარას საფეხბურთო დონიდან გამომდინარე მისი შეჩერება უჯარიმოდ ძნელია, ზოგჯერ მის შეჩერებას ასე, თამაშის წესის დარღვევით ცდილობენ. ეს ნორმალურია, ჩვენ ასეთ ძლიერ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება იტალიელ მსაჯებს, ისინი უმაღლესი დონის არიან, შემთხვევით არ ხდება, რომ ხშირად ევროთასების ფინალს მსაჯობენ” - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი