2 გიჟური მაჩვენებელი | რა რეკორდების დამყარება შეეძლება დღეს ხვიჩას? » სპორტის ხაზი

2 გიჟური მაჩვენებელი | რა რეკორდების დამყარება შეეძლება დღეს ხვიჩას?

2 გიჟური მაჩვენებელი | რა რეკორდების დამყარება შეეძლება დღეს ხვიჩას?
26-02-2023, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი დღეს ითამაშებს, მეტოქე ემპოლი იქნება, - შეხვედრა 21:00 საათზეა ჩანიშნული.

ამავე მატჩს ეხმაურება Calcionapoli, რომელმაც იმ რეკორდების შესახებ დაწერა, რომელთა დამყარებაც ქართველ ფეხბურთელს დღევანდელ მატჩში შეეძლება:

"თუ ხვიჩა კვარაცხელია დღეს საგოლე გადაცემას გააკეთებს, ის დიეგოს (2006/2007, ვერდერი, 13 გოლი, 13 პასი) შემდეგ გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატში ორმაგ დუბლს სადებიუტო სეზონშივე მიაღწევს."

"თუ ქართველი ფეხბურთელი ემპოლის გაუტანს, მაშინ ის გახდება ნაპოლის მესამე 23-წლამდე ფეხბურთელი, რომელიც ერთ სეზონში 10+ გოლის გატანას შეძლებს (2009/2010, ჰამშიკი, 12), (1929/1930, სალუსტრო, 13).
- დაწერა Calcionapoli-მ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.