"ოსიმენს მესიჯი მივწერე და ეს ვუთხარი" | დიდიე დროგბა » სპორტის ხაზი

"ოსიმენს მესიჯი მივწერე და ეს ვუთხარი" | დიდიე დროგბა

"ოსიმენს მესიჯი მივწერე და ეს ვუთხარი" | დიდიე დროგბა
26-02-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის ჩელსის ყოფილმა თავდამსხმელმა, დიდიე დროგბამ ნაპოლის ფორვარდზე, ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიგერიელს მან მცირედი მესიჯიც კი გაუგზავნა:

"ვიცი, რომ ოსიმენისთვის კერპი თავად ვარ. სიმართლე გითხრათ, ჩვენ ერთმანეთთან შეხება არც არასდროს გვქონია, თუმცა მისი თამაში ძალიან მომწონს, რის გამოც ერთხელ მესიჯი მივწერე და ვუთხარი, რომ თამაში ასე ბრწყინვალედ გაეგრძელებინა, მას საოცარი ტემპი და სათამაშო ფორმა უჭირავს." - თქვა დროგბამ

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ნიგერიელ ფორვარდს ნაპოლის მაისურით 24 მატჩი აქვს გამართული, რა დროშიც მან 20 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი