ხვიჩა კვარაცხელიას ჩვენი დახმარება სჭირდება - ხმა მიეცით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ასისტს » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელიას ჩვენი დახმარება სჭირდება - ხმა მიეცით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ასისტს

ხვიჩა კვარაცხელიას ჩვენი დახმარება სჭირდება - ხმა მიეცით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ასისტს
24-02-2023, 19:32
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ნაპოლიმ ფრანკფურტის აინტრახტი გერმანიაში 0:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

როგორც იცით, ამავე ტურნირის მესვეურები თითოეულ საფლეიოფო ეტაპზე საუკეთესო გოლს ავლენენ ხოლმე, ამ ჯერზე კი ნომინირებული ნაპოლის გოლიც გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგამ 1/8 ფინალების პირველი წრის საუკეთესოდ ჯოვანი დი ლორენცოს გოლი დაასახელა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიამ ქუსლით გენიალური საგოლე გადაცემა გაუკეთა.

იგივე გოლი სხვა ნომინაციაში, საუკეთესო ასისტზეც არის წარდგენილი, იმისათვის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ასისტი ტურის საუკეთესო გახდეს, საჭიროა ჩემპიონთა ლიგის ინსტაგრამ სთორიზე ხმა მისცეთ კვარაცხელიას.

ხმის მისაცმედ: დააჭირეთ აქ!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი