ცნობილია - სად გამართავს დინამო თბილისი ზაფხულამდე საშინაო მატჩებს » სპორტის ხაზი

ცნობილია - სად გამართავს დინამო თბილისი ზაფხულამდე საშინაო მატჩებს

ცნობილია - სად გამართავს დინამო თბილისი ზაფხულამდე საშინაო მატჩებს
24-02-2023, 18:34
Aa Aa
გაზიარება:

25 თებერვალს, საქართველოს 35-ე ეროვნული ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ქვეყნის მოქმედი და 19-გზის ჩემპიონი დინამო თბილისი პირველი ტურის შეხვედრას სტუმრად გორში, ადგილობრივ დილასთან გამართავს - მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

"2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო, რუმინეთთან ერთად, 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი სტადიონი ჩვენი გუნდის საშინაო მოედანი - დინამო არენა გახლავთ. სწორედ ამ მიზნით, სტადიონს რეაბილიტაცია უტარდება - დინამო თბილისი კი, ზაფხულამდე საშინაო მატჩებს გორში - თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს."

წყარო: fcdinamo.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.