ქართველთა მეტოქეები | ვისთან ითამაშებენ 1/8 ფინალში ლეხი და სლოვანი? » სპორტის ხაზი

ქართველთა მეტოქეები | ვისთან ითამაშებენ 1/8 ფინალში ლეხი და სლოვანი?

ქართველთა მეტოქეები | ვისთან ითამაშებენ 1/8 ფინალში ლეხი და სლოვანი?
24-02-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი წიტაიშვილისა და ნიკა კვეკვესკირის ლეხი კონფერენს ლიგის 1/8 ფინალში გავიდა, მათ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიული ბოდო გლიმტის ბარიერის გადალახვა შეძლეს, მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 1:0 აჯობეს და მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდნენ.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძის, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას სლოვანს, ისინი 1/8 ფინალში პირდაპირ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მოხვდნენ, მიზეზი კი ის გახლავთ, რომ სლოვაკურმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენს ლიგის 1/8 ფინალების წილისყრა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც ქართველების მომდევნო მეტოქეებიც გაირკვა. აი, როგორ დაწყვილდნენ გუნდები შემდეგი საფლეიოფო სტადიისთვის:

ლეხი - დიურგორდენი
ბაზელი - სლოვანი
ფიორენტინა - სივასპორი
გენტი - ბაშაქშეჰირი
ანდერლეხტი - ვილიარეალი
შერიფი - ნიცა
ლაციო - ალკმაარი
აეკ ლარნაკა - ვესთ ჰემი

ცნობისთვის, კონფერენს ლიგის 1/8 ფინალური მატჩები სათავეს 7 მარტიდან აიღებს, ლეხი და სლოვანი თავიანთ მატჩებს კი 9 მარტს, 23:55-ზე გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი