VIDEO: ეროვნულმა ლიგამ სპეციალურად საქართველოს ჩემპიონატისთვის შექმნილი ბურთი წარადგინა » სპორტის ხაზი

VIDEO: ეროვნულმა ლიგამ სპეციალურად საქართველოს ჩემპიონატისთვის შექმნილი ბურთი წარადგინა

VIDEO: ეროვნულმა ლიგამ სპეციალურად საქართველოს ჩემპიონატისთვის შექმნილი ბურთი წარადგინა
24-02-2023, 13:57
Aa Aa
გაზიარება:

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის დაწყებამდე ერთი თვე დარჩა. უმაღლესი ლიგა 25 თებერვალს დაიწყება. უმაღლესში დაბრუნებული სამტრედია თელავს უმასპინძლებს, ხოლო დილა გორში შეხვდება ჩემპიონ დინამო თბილისს - ტურის დარჩენილი შეხვედრები კი 26 თებერვალს ჩატარდება.

ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ეროვნული ლიგის ფეისბუქ გვერდმა გულშემატკივრებს ახალი ბურთი წარუდგინა.

"განახლებულ სეზონს ახალი და სპეციალურად კრისტალბეთ ეროვნული ლიგისთვის შექმნილი ბურთით ვხვდებით! წარმოგიდგენთ მაკრონთან კოლაბორაციის შედეგად შექმნილ სათამაშო ბურთს", - წერია ვიდეოს აღწერაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი