“მანჩესტერი” და “რომა” შემდეგ ეტაპზე არიან » სპორტის ხაზი

“მანჩესტერი” და “რომა” შემდეგ ეტაპზე არიან

“მანჩესტერი” და “რომა” შემდეგ ეტაპზე არიან
24-02-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ევროპის ლიგაზე განმეორებითი მატჩები გაიმართა. მერვედფინალური ეტაპის საგზურისთვის ალბათ აღნიშნული ტურნირის ორი გამორჩეული გუნდი “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბარსელონა” ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. პირველი მატჩი 1-1 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, თუმცა ფრედისა და ანტონის გოლებით “წითელმა ეშმაკებმა” გამარჯვება შეძლეს.

რაც შეეხება “რომასა” და “ზალცბურგის” დაპირისპირებას, აქ პირველი მატჩის შემდგომ უპირატესობა ავსტრიელებს ჰქონდათ, მათ 1-0 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ “სტადიო ოლიმპიკოზე” რთული ბრძოლა ელოდათ. იტალიის დედაქალაქის კლუბმა ანდრეა ბელოტისა და პაულო დიბალას გოლებით 2-0 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მერვედფინალში აგრეთვე “ლევერკუზენს,” “პსვ-სა” და “სპორტინგს” ვიხილავთ. კენჭისყრა დღეს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი