რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა - რას წერს ესპანელი » სპორტის ხაზი

რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა - რას წერს ესპანელი

რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა - რას წერს ესპანელი
24-02-2023, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

გამორჩეულმა ესპანელმა მცველმა და თავისი საქმის ერთ-ერთმა საუკეთეო მცოდნემ, სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. მან ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ყველას მადლობა გადაუხადა.

რას წერს რამოსი : “იყო ახალგაზრდა ან არც ისე ახალგაზრდა არ არის სათნოება ან მინუსი, ეს მხოლოდ დროებითი მახასიათებელია, რომელიც ყოველთვის არ არის დაკავშირებული თამაშის დონესთან ან შესაძლებლობებთან.

აღტაცებით და შურით ვუყურებ მოდრიჩს, მესის, პეპეს. ისინი ასახავენ ფეხბურთში ტრადიციის, ღირებულებების, დამსახურების და სამართლიანობის არსს. სამწუხაროდ, ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდება, ფეხბურთი ყოველთვის არ არის სამართლიანი და არასოდეს შემოიფარგლება მხოლოდ ფეხბურთით.

მე ვიღებ ამ ყველაფერს მწუხარებით, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, მაგრამ ასევე მადლიერი ვარ მთელი ამ წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერისთვის. ჩემთან წარუშლელი მოგონებები რჩება, ისევე როგორც ყველა თასი, რისთვისაც ვიბრძოდით და ერთად ვიზეიმეთ. ასევე წარმოუდგენელი სიამაყე, რომ გავხდი მოთამაშე, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ამ ემბლემამ, ამ მაისურმა, ამ გულშემატკივრებმა ბედნიერი ადამიანი გამხადეს.

მე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის გულშემატკივრობას სახლიდან და თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ, ნაკრების 180 მატჩის გამართვის შემდეგ.”

სერხიოს ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ძირითადი გუნდის ღირსებას ის 2005-2023 წლებში იცავდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი