"ჩელსიმ მძვინვარე დუეტისთვის დიდი ფინანსები უნდა გაიღოს" | ინგლისური მედია » სპორტის ხაზი

"ჩელსიმ მძვინვარე დუეტისთვის დიდი ფინანსები უნდა გაიღოს" | ინგლისური მედია

"ჩელსიმ მძვინვარე დუეტისთვის დიდი ფინანსები უნდა გაიღოს" | ინგლისური მედია
23-02-2023, 20:20
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის ჩელსისთან დაკავშირებულმა ვებგვერდმა, კერძოდ Astamfordbridgetoofar-მა დაწერა, რომ გრემ პოტერის გუნდმა აქცენტი სერია A-ს მძვინვარე დუეტზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე უნდა გააკეთოს:

"როგორც Mirror წერს, ჩელსი ოსიმენის თაობაზე კონკურენციას მანჩესტერ იუნაიტედს გაუწევს, რომელიც ფორვარდის დამატებით ასევე ინტერესდება. გარდა ამისა, ჩელსის კვარაცხელიაც დაუკავშირეს, რომელიც დიდი ალბათობით 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაიყიდება."

"მიუხედავად იმისა, რომ კვარასა და ვიქტორის გაშვებას ნაპოლის პრეზიდენტი არ აპირებდა, შემდეგში მანვე თქვა, რომ ზოგ შემოთავაზებაზე უარს ვერ იტყვის, რაც, ცხადია 100 მილიონიან წინადადებას გულისხმობს. ბოლო პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ ჩელსის ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რაც ქართველისა და ნიგერიელის გაფორმების საკითხს კიდევ უფრო აადვილებს."
- დაწერა გამოცემამ

შეგახსენებთ, რომ ლონდონის ჩელსი ინგლისის ჩემპიონატის მე-10 პოზიციას 31 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი