"კვარაცხელია? - მე მასზე ტექნიკური ვარ" | ანდრეა რანოკია » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია? - მე მასზე ტექნიკური ვარ" | ანდრეა რანოკია

"კვარაცხელია? - მე მასზე ტექნიკური ვარ" | ანდრეა რანოკია
23-02-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ინტერის ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეა რანოკიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე სახალისო კომენტარი გააკეთა.

საქმე ისაა, რომ რანოკიას მისმა კომიკოსმა მეგობარმა, ფედერიკო კარლმა კითხვა ქართველი ფეხბურთელის შესახებ დაუსვა (მოსწონს თუ არა კვარას თამაში), რაზეც რანოკიამ მხიარული პასუხი გასცა:

"კვარაცხელია? - მე მასზე ბევრად ტექნიკური ვარ", ცხადია რანოკიას მსგავსი პასუხით კვარას მიმართ უპატივცემულობა არ გამოუხატავს, ეს მხოლოდ მისი ხუმრობის ნაწილი იყო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 25 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი ემპოლი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი